დავით ზალკალიანმა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სომეხ კოლეგას, არარატ მირზოიანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მინისტრებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ფართო სპექტრი, როგორც პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის დიდი პოტენციალი, ასევე ურთიერთობები სავაჭრო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, ტურიზმის, კულტურის და განათლების სფეროში.

ასევე გაეცანით:

სომხეთს ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი ჰყავს