შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს

ავსტრალიის მოქალაქე შანაე ბრუკის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული რაფაელ მურსაკულოვი ბრალს არ აღიარებს და დამულის უფლებას იყენებს. ამის შესახებ დაკავებულის ადვოკატმა, სოფიო გოგლიძემ, მურსაკულოვთან პირველი შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.

"ბრალს არ აღიარებს, დუმილის უფლებას იყენებს, ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წარსდგენია, არ გავცნობივართ რა ფორმალური საფუძვლებია შიგნით და საერთოდ რას გვედავება გამოძიება", - განაცხადა ადვოკატმა

მისი თქმით, მურსაკულოვი შანაე ბრუკს არ იცნობდა.

"საერთოდ არ უნახავს, საერთოდ არ იცნობდა", - განაცხადა ადვოკატმა.

როგორც ცნობილია, შანაი ბრუკი 30 ივლისს დაიკარგა. მეგობრების მონაყოლზე დაყრდნობით გავრცელდა ცნობები, რომ შანაე ბრუკმა დაურეკა ამერიკის შეერთებულ შტატებში მყოფ მეგობარს, რომელმაც გაიგო, როგორ ეუბნებოდა ის ვიღაცას, რომ ხელი გაეშვა. მეგობრები ვარაუდობენ, რომ უცხოელს თავს დაესხნენ და ის დახმარებას ითხოვდა. ამის შემდეგ სატელეფონო საუბარი გაითიშა. თბილისში გაუჩინარებული ავსტრალიის მოქალაქე გარდაცვლილი 31 ივლისს იპოვეს.

ამავე თემაზე:

ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკის მკვლელობის ბრალდებით, საქართველოს მოქალაქე დააკავეს

ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულთან ადვოკატი შევიდა