„შავი პარასკევი 2020“ მალე დასრულდება, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ ყველა შეთავაზება ამოიწურა. ოფიციალურად, ყველა ღონისძიება მთავრდება ორშაბათს, 30 ნოემბერს, ბოლო დღეს კი კიბერორშაბათს უწოდებენ “, - წერს Independent-ი.
ეს იქნება თქვენი უკანასკნელი შანსი, იპოვოთ და შეიძინოთ ათასობით ნივთი, 80 პროცენტიანი ფასდაკლებით. „შავი პარასკევი“ თავდაპირველად (1952 წლიდან) ერთდღიანი ღონისძიება იყო, რომელიც ამერიკაში, მადლიერების დღის აღნიშვნიდან მეორე დღეს იმართებოდა, მაგრამ სწრაფად გაფართოვდა და იქცა ერთკვირიანი ფასდაკლებების ღონისძიებად, რომელშიც უკვე ძვირადღირებული ბრენდებიც მონაწილეობენ.
წლევანდელი ღონისძიება ყველაზე გრძელი იყო, რადგან Amazon-მა ის ოქტომბრის ბოლოდან დაიწყო. ამის შემდეგ მომხმარებლისადმი ყოველდღე ახალი შეთავაზება აქვს.
„ჩვენ უკვე ვნახეთ შესანიშნავი შემოთავაზებები ისეთ პროდუქტებზე, როგორიცაა Apple-ის AirPod-ები, Samsung Galaxy-ს ტაბლეტები, Kitchenaid-ის კვების პროცესორები, Fenty Beauty-ს ნაკრები, Nespresso-ს ყავის აპარატები, Grenson- ის ჩექმები, LG-ის ტელევიზორები და Lego მოწყობილობები“, - წერს Independent-ი.