The Guardian-ის ცნობით, რადიკალურმა მოძრაობა "თალიბანმა" საპროტესტო აქციებზე კონტროლი გაამკაცრა და აკრძალა ნებისმიერი დემონსტრაციის ჩატარება, ან სლოგანის გამოყენება, რომელიც მათთან არ იქნება შეთანხმებული.
როგორც გამოცემა წერს, ახალი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ პირველ განკარგულებაში, "თალიბანი " მოწინააღმდეგეებს აფრთხილებს, რომ ნებისმიერი საპროტესტო აქციის გამართვამდე ოფიციალური ნებართვა უნდა მიიღონ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ამას "მკაცრი სამართლებრივი შედეგები მოჰყვება".
განკარგულების თანახმად, საპროტესტო აქციის ორგანიზატორებმა, აქციის გამართვამდე არაუგვიანეს 24 საათისა, იუსტიციის სამინისტროს უნდა შეატყობინონ საპროტესტო აქციის მიზეზის, მისი ადგილისა და დროის, ასევე ლოზუნგების შესახებ, რომელთა გამოყენებასაც აპირებენ.
ამავე თემაზე:
"თალიბანმა" ავღანეთის ახალი მთავრობა დააკომპლექტა
ქაბულში საპროტესტო აქციაზე სროლის ხმა ისმის