ისრაელის სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ქვეყანა კოვიდვაქცინის მეოთხე დოზისთვის უნდა მოემზადოს

ისრაელის ქალაქ ცფათის სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ შესაძლოა, კოვიდვაქცინის მეოთხე დოზის გამოყენება გახდეს საჭირო. სალმან ზარკას განცხადებით, ქვეყანა ამისთვის უნდა მოემზადოს, თუმცა როდის უნდა დაიწყოს მეოთხე დოზით აცრა, სპეციალისტს არ დაუკონკრეტებია.

ისრაელში ამჟამად, კოვიდვაქცინის მესამე, გამაძლიერებელ დოზას აქტიურად იყენებენ.

ასევე წაიკითხეთ: ისრაელი ყველა ვაქცინირებულს ,,ბუსტერ" დოზით აცრას სთავაზობს

როგორც სალმან ზარკამ ისრაელის საზოგადოებრივ რადიოს განუცხადა, იქედან გამომდინარე, რომ ვირუსი ჯერ არსად წასულა, ისრაელი კოვიდვაქცინის მეოთხე დოზისთვის უნდა მოემზადოს.