Reuters-ის ინფორმაციით, ისრაელი ყველა ვაქცინირებულს 12 წლის ასაკიდან Pfizer-ის მესამე ე.წ. ბუსტერ დოზით აცრას სთავაზობს.
როგორც ისრაელის ჯანდაცვის სფეროს ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, ვაქცინის პირველი ორი დოზის ეფექტი სუსტდება ხუთი თვის შემდეგ და ადამიანებმა, რომლებიც 5 თვის წინ აიცრნენ, დამატებითი, მესამე დოზით ვაქცინაცია უნდა ჩაიტარონ.
,,მესამე დოზა გვაძლევს დაცვის იმ დონეს, რომელიც მეორე დოზით აცრის შემდეგ მიიღწევა. ეს ნიშნავს, რომ მესამე დოზის მიღებით ადამიანები 10 -ჯერ უფრო დაცული ხდებიან,“- განაცხადა ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელმა შერონ ალროი-პრეისმა.
ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, იმ მოქალაქეების 90 პროცენტს, რომლებსაც სხვადასხვა ქვეყნიდან ისრაელში დაბრუნების შემდეგ კორონავირუსი დაუდასტურდათ, აცრა 5 თვეზე მეტი ხნის წინ ჰქონდათ გაკეთებული.
ცნობისთვის, ისრაელმა „ბუსტერ“ დოზის შეთავაზება დაახლოებით ერთი თვის წინ დაიწყო. მისი მიღების შესაძლებლობა თავდაპირველად 60 წლის ზემოთ ასაკის ადამიანებისთვის იყო ხელმისაწვდომი, შემდეგ კი ეს ასაკობრივი ზღვარი თანდათან შეამცირეს.
ბოლო მონაცემებით, ისრაელში, რომლის მოსახლეობა 9.3 მილიონს შეადგენს, მესამე დოზით 2 მილიონამდე ადამიანია აცრილი.
ამავე თემაზე:
BBC: ისრაელი კოვიდინფექციის გავრცელების გამო სამი წლის ბავშვებისთვის შეზღუდვებს აწესებს
ისრაელში 40 წელს გადაცილებულებს კოვიდივაქცინის მესამე დოზით აცრიან
ისრაელში 50 წელს გადაცილებულებში ვაქცინის მესამე დოზა დაუშვეს
ისრაელი 60 წლიდან მოქალაქეების მესამე დოზით ვაქცინაციას განიხილავს
ისრაელში 30 წელს გადაცილებულებს კოვიდვაქცინის მესამე დოზით აცრიან
ისრაელში, 12 წლის და უფროსი ასაკის მოსწავლეებს სკოლაში, გაკვეთილების დროს აცრიან