ალჟირში, ტყის ხანძრების გაჩენაში მონაწილეობისთვის 30 ადამიანი დააკავეს, მათ შორის სეპარატისტული ჯგუფის 7 წევრი, რომელიც მთავრობამ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა.
ალჟირის ხელისუფლება ცეცხლის კერების განზრახ გაჩენაში ადანაშაულებს დაჯგუფებას, რომელიც კაბილიის რეგიონის დამოუკიდებლობის მომხრეა. ამ ჯგუფის მხარდაჭერა გახადა მიზეზი, რის გამოც ალჟირმა გასული თვის ბოლოს მაროკოსთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.
ცნობისთვის, ალჟირში გასულ თვეში ტყის ხანძრების შედეგად სულ მცირე 65 ადამიანი დაიღუპა.
ამავე თემაზე:
ალჟირში ტყის ხანძრებისგან დაღუპულთა რაოდენობა 65-მდე გაიზარდა, მათ შორის 28 სამხედრო მოსამსახურეა