წყალდიდობისას დაზიანებული მანქანები შესაძლოა, ავტომობილების ბაზრობაზე შეგხვდეთ. როგორ ავიცილოთ თავიდან მათი ყიდვა? ამ შინაარსის სიუჟეტი ამერიკულმა მედიამ მოამზადა, რითაც მედია ქარიშხალ „იდას“ შედეგებს აღწერს.
CNBC იუწყება, რომ ათასობით მეორადი ავტომობილი, რომელიც ახლა გაყიდვაშია, სავარაუდოდ, სწორედ ქარიშხალ „იდას“ დროს დაიტბორა.
ზოგიერთი მათგანი გაიყიდება დაზიანების გამჟღავნების გარეშე, იქნება ეს კერძო გამყიდველი თუ არაკეთილსინდისიერი დილერი.
ასევე წაიკითხეთ: აშშ-ში ქარიშხალ „იდას“ შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 44-მდე გაიზარდა
„სამწუხაროდ, დიდი ქარიშხლების ან წყალდიდობის შემდეგ, ჩვენ ვხედავთ, რომ თაღლითები ცდილობენ მომხმარებლების მოტყუებას წყალდიდობის შედეგად დაზიანებული მანქანების გაყიდვით“, - ამბობს ტული ლემანი, ეროვნული სადაზღვევო სამსახურის საზოგადოებრივ საქმეთა მენეჯერი.
ექსპერტების შეფასებით, თაღლითური სქემის რისკებს ზრდის მეორად მანქანებზე მაღალი მოთხოვნა, რაც ქმნის შესაძლებლობას, არაკეთილსინდისიერებმა მყიდველების გარიგების სურვილით ისარგებლონ.
„ძირითადად, როდესაც სადაზღვევო კომპანიას დატბორილ მანქანასთან დაკავშირებული პრეტენზიით მიმართვენ, შეკეთება ავტომობილის ღირებულებაზე ძვირი ჯდება. მყიდველებმა ყოველთვის უნდა შეამოწმონ მეორადი ავტომობილი, რათა დარწმუნდნენ, რომ იციან რას ყიდულობენ, მიუხედავად იმისა, როდის ან სად ყიდულობენ მას. დატბორილი მანქანები ხშირად იყიდება იმ ადგილებში, სადაც ისინი თავდაპირველად დაზიანდა“, - აღნიშნავს CNBC სიუჟეტში.