აშშ-ის ოთხ შტატში ქარიშხალი „იდას“ შედეგად გამოწვეულმა ძლიერმა წყალდიდობამ ბოლო ცნობებით 44 ადამიანი იმსხვერპლა, - ამის შესახებ reuters-ი წერს.
ნიუ-იორკში, ნიუ ჯერსიში, პენსილვანიასა და კონექტიკუტში წყალმა ქუჩები, სახლები, მეტროპოლიტენის ხაზები დატბორა და ავტომობილები წაიღო. მეოთხე კატეგორიის ქარიშხალის გამო, ათასობით აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
BBC-ის ცნობით, ნიუ-იორკის მეტროს თითქმის ყველა ხაზი დაკეტილია და აკრძალულია გადაადგილება.
ასევე ნიუ-იორკიდან და ნიუ ჯერსიდან შეჩერებულია შეჩერებულია ფრენები და მატარებლით მგზავრობა.
წყალიდიდობის გამო, შტატების გუბერნატორებმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს.
ცნობისთვის, „იდა“ მექსიკის ყურის თბილი წყლების თავზე გაძლიერდა. ქარიშხალ „იდას“ მეოთხე კატეგორია მიანიჭეს. ქარიშხალი „იდა“ ქარიშხალ „კატრინას“ 16 წლისთავზე გამოჩნდა.
ამავე თემაზე:
ნიუ-იორკსა და ნიუ ჯერსიში წყალდიდობას 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ქარიშხალი ,,იდას" გამო, ჯო ბაიდენმა ლუიზიანას შტატი სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა