9 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯამში 1 405 877-მა ადამიანმა გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 869 483 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 30.4%
სრულად ვაქცინირებულია 536 394 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 18.8%
8 სექტემბერს აიცრა 24 670 ადამიანი.
ამავე თემაზე:
საქართველოში კორონავირუსი 2 455 ადამიანს დაუდასტურდა, 58 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა