"საქართველოს ბანკში" აყვანილი ყველა მძევალი თავისუფალია

ყვარელში „საქართველოს ბანკიდან“ ყველა მძევალი თავისუფალია, სპეცოპერაცია გრძელდება. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესამსახურის ხელმძღვანელმა ქეთი კოვზიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორ კოვიაშვილმა აღნიშნა, მიმდინარეობს თავდამსხმელის იდენტიფიცირება.

"ადგილზე იმყოფებიან სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, ამ წუთებშიც მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები. გამოძიება მხოლოდ ერთი მუხლით არ მიმდინარეობს. ადგილზე არიან სამართალდამცველები. როგორც არის ინფორმაცია გავრცელებული, ეს პირი შეიარაღებულია. თანხასთან დაკავშირებით იყო მოთხოვნა. მიმდინარეობს პირის იდენტიფიცირება", - განაცხადა ქეთი კოვზიაშვილმა.

ამავე თემაზე:

ყვარელში, "საქართველოს ბანკის" ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა