ვიოლა ფონ კრამონი: ევროპარლამენტიდან სადამკვირვებლო მისიის გაგზავნა ძლიერი სიგნალია ყველასთვის საქართველოში, ვისაც დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრება სურს

ევროპარლამენტიდან სადამკვირვებლო მისიის გაგზავნა ძლიერი სიგნალი ყველასთვის საქართველოში, ვისაც დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრება სურს. ამის შესახებ Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელმა განაცხადა.

საგარეო კომიტეტის წევრის შეფასებით, ეს არჩევნები უკიდურესად მნიშვნელოვანია და ის განსაზღვრავს მომავალში ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების მიმართულებას.

„მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი არჩევნებია, ეს არჩევნები უკიდურესად მნიშვნელოვანია. მას აქვს გავლენა ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე. შედეგი, ისევე როგორც არჩევნების შემდგომი მოვლენები, დიდწილად განსაზღვრავს ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების მიმართულებას.

ამიტომაც ვამზადებთ ევროპარლამენტიდან სრულფასოვან სადამკვირვებლო მისიას. ვიცი, რომ ბევრი სხვა დამკვირვებელიც გეგმავს ჩამოსვლას. ეს არის ძლიერი სიგნალი ყველასთვის საქართველოში, ვისაც დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრება სურს“, - აღნიშნა ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელმა.

ევროპარლამენტმა საქართველოს ადგილობრივ არჩევნებზე დამკვირვებლების გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ევროპარლამენტარი, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარე მარინა კალიურანდი Twitter-ზე წერს.

ინტერვიუ სრულად:

ვიოლა ფონ კრამონი: ოქტომბრის არჩევნების შედეგი და შემდგომი მოვლენები დიდწილად განსაზღვრავს ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების მიმართულებას