საქართველოში მოზრდილი მოსახლეობის 19.4% სრულად ვაქცინირებულია

10 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯამში 1 433 296-მა ადამიანმა გაიკეთა. ამის შესახებ იფნორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სულ მცირე, 1 დოზით ვაქცინირებულია 879 384 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 30.8%.

სრულად ვაქცინირებულია 553 912 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 19.4%.

9 სექტემბერს აიცრა 24 325 ადამიანი.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსი 2 262 ადამიანს დაუდასტურდა, 54 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.