გაერთიანებულ სამეფოს მედიცინისა და ჯანდაცვის პროდუქტების რეგულატორმა Pfizer-ის და AstraZeneca-ს ვაქცინების მესამე დოზა გადაუდებელი გამოყენებისთვის დაამტკიცა

გაერთიანებულმა სამეფომ Pfizer-ის და AstraZeneca-ს ვაქცინების მესამე დოზა გადაუდებელი გამოყენებისთვის დაამტკიცა.

ამასთან, გაერთიანებულ სამეფოს მედიცინისა და ჯანდაცვის პროდუქტების რეგულატორი იმუნიზაციის და ვაქცინაციის კომიტეტს ახალი პროგრამის დამტკიცებისკენ მოუწოდებს. კომიტეტს უკვე დამტკიცებული აქვს მესამე დოზა დაახლოებით 500,000 კლინიკურად ძალიან დაუცველ მოზარდებსა და ბავშებში.

ჯანდაცვის მდივანი საჯიდ ჯავიდი დარწმუნებულია, რომ ე.წ. გამაძლიერებელი დოზებით აცრები უახლოეს მომავალში დაიწყება.

„ჩვენ წინ მივიწევთ ჩვენი გამაძლიერებელი პროგრამისკენ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროგრამა დაიწყება ამ თვის ბოლოს, მაგრამ მე მაინც ველოდები საბოლოო რეკომენდაციას“, - აღნიშნა მინისტრმა.

გასულ კვირას, იმუნიზაციის კომიტეტმა უარი თქვა კოვიდვაქცინის გამოყენებაზე 12-15 წლის ჯანმრთელ ბავშვებში, თუმცა გააფართოვა ასეთი აცრის პროცესი იმ ასაკის პაციენტებში, რომლებსაც ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა აქვთ.

გაერთიანებულ სამეფოში, 48 მილიონზე მეტი (მოსახლეობის ნახევარზე მეტი) ადამიანია ერთი დოზით აცრილი, 43 მილიონზე მეტი კი ორი დოზით.