"ქართულმა ოცნებამ" პარტიის სოციოლოგიური ჯგუფის მიერ თბილისში ჩატარებული მორიგი კვლევის შედეგები. კვლევის შედეგებზე პარტიის აღმასრულებელმა მდივნმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე ისაუბრა.
სოციოლოგიური კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 4-8 სექტემბერს. კვლევის ფარგლებში, გამოიკითხა 2975 რესპონდენტი, საიდანაც ფავორიტი პარტია გამოკითხულთა 83,8% პროცენტმა დაასახელა. ცდომილების ზღვარი არის 3 პროცენტი.
კითხვაზე, „ხვალ რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იყოს, რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდით ხმას“, პასუხები შემდეგი სახით განაწილდა:
ქართული ოცნება 48,6%
ნაციონალური მოძრაობა 27,1%
საქართველოსთვის 5,8%
გირჩი - მეტი თავისუფლება 3,4%
მოქალაქეები 2,6%
პატრიოტთა ალიანსი 2,4%
მესამე ძალა 2,3%
ლელო 2,3%
ლეიბორისტული პარტია 1,2%
გირჩი 1,1%
ევროპული საქართველო 1,1%
სხვა პარტიები 2,1%
კითხვაზე, „ხვალ რომ თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას“, პასუხები შემდეგი სახით განაწილდა:
კახა კალაძე (ქართული ოცნება) 56.1%
ნიკანორ მელია (ნაციონალური მოძრაობა) 28.3%
გიორგი გახარია (საქართველოსთვის) 6.2%
ანა დოლიძე (ხალხისთვის) 2.2%
ანა ბიბილაშვილი (ლელო) 1.9%
გიორგი ლომია (პატრიოტთა ალიანსი) 1.3%
თამარ კეკენაძე (მესამე ძალა) 0.9%
მიხეილ ქუმსიშვილი (ლეიბორისტული პარტია) 0.7%
სხვა კანდიდატები 2.4%
"ეს არის პირველი კვლევა მას შემდეგ, რაც დასრულდა ცესკოში კანდიდატების რეგისტრაცია და პარტიის სოციოლოგიურ ჯგუფს შესაძლებლობა ჰქონდა არჩევნებზე რეგისტრირებული ყველა პოლიტიკური სუბიექტისა თუ კანდიდატის შესახებ მიეღო სრულფასოვანი ინფორმაცია. ხედავთ, რომ კახა კალაძე ამ მონაცემებითაც არჩევნებს პირველ ტურში დამაჯერებლად იგებს", - აცხადებს მამუკა მდინარაძე.
"ქართული ოცნების" კვლევის მიხედვით, თბილისის საკრებულოში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის ყველა კანდიდატი ლიდერობს.
კვლევის მონაცემებით, თბილისის საკრებულოში მანდატები პარტიებს შორის შემდეგი სახით გადანაწილდებოდა:
ქართული ოცნება 32;
ნაციონალური მოძრაობა 12
საქართველოსთვის 3
გირჩი - მეტი თავისუფლება 2
მოქალაქეები 1
ცნობისთვის, „ედისონ რისერჩის“ კვლევით, რომელიც ტელეკომპანია „ფორმულას" დაკვეთით ჩატარდა, „ქართულ ოცნებას" - 33%, „ნაციონალურ მოძრაობას“ - 25%, „საქართველოსთვის" - გიორგი გახარიას - 10% მისცემდა ხმას