ისრაელის პოლიციამ მკაცრი რეჟიმის ციხიდან გაქცეული ექვსი პალესტინელი მსჯავრდებულიდან ოთხი დააკავა

ისრაელის მკაცრი რეჟიმის ციხიდან გაქცეული ექვსი პალესტინელი მსჯავრდებულიდან პოლიციამ კიდევ ორი მსჯავრდებული დააკავა, - ამის შესახებ ისრაელის პოლიციამ განაცხადა.

ხელისუფლებამ ორი მსჯავრდებულის ვინაობა დაასახელა - ზაქარია ზუბეიდი და მაჰმუდ ალ-არიდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ორივე ჩრდილოეთ ისრაელში, სატვირთო მანქანის ავტოფარეხში იპოვეს. ისრაელის ხელისუფლების თქმით, ზუბეიდი წინააღმდეგობის გაწევას შეეცადა.

მედიის ინფორმაციით, დაკავებული ორი მამაკაცი პალესტინური დაჯგუფება "ისლამური ჯიჰადის" წევრია.

ამჟამად, გაქცეული პატიმრებიდან თავისუფალია 2 პატიმარი.

ამავე თემაზე:

ისრაელის მკაცრი რეჟიმის ციხიდან 6 პალესტინელი გაიქცა