საქართველოს "წითელი ჯვარი" Sinopharm-ის 100 000 დოზას ჯანდაცვის სამინისტროს დღეს გადასცემს

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება „სინოფარმის“ ვაქცინის 100 000 დოზას დღეს საჩუქრად ჩინეთის წითელი ჯვრისგან მიიღო.

როგორც წითელი ჯვრის საზოგადოებაში აცხადებენ, მიღებულ ვაქცინებს საჩუქრად ჯანდაცვის სამინისტროს გადასცემენ.

,,ჩინეთის წითელ ჯვართან რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად სასიხარულო ამბავი შემიძლია გაგიზიაროთ. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ Sinopharm-ის ვაქცინის 100,000 დოზა საჩუქრად მიიღო, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტროს გადავცემთ. ამით ჩვენი წვლილი შევიტანეთ უმნიშვნელოვანეს საქმეში და Sinopharm-ის ვაქცინის მოლოდინში მყოფი ადამიანებისთვის აღნიშნული ვაქცინა ხელმისაწვდომი გავხადეთ. ’’ - ამის შესახებ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტმა, ნათია ლოლაძემ განაცხადა.

ამავე თემაზე:

საქართველო წითელი ჯვრისგან საჩუქრად 100 000 დოზა Sinopharm-ს მიიღებს