თეთრი სახლის პრესმდივანი ჯენიფერ ფსაკი გახდება

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თავისი ადმინისტრაციის პრესმდივნად 41 წლის ჯენიფერ ფსაკი დანიშნა. შესაბამისი განცხადება ბაიდენის გუნდის მიერ შექმნილ გარდამავალი პერიოდის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

2015-2017 წლებში ფსაკი აშშ-ის 44-ე პრეზიდენტის, ბარაკ ობამას თანაშემწედ მუშაობდა, 2013-2015 წლებში კი სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი იყო. ახლა ის ბაიდენის გარდამავალი გუნდის მრჩევლად მუშაობს.

ამასთან, ცნობილია, რომ ბაიდენის ადმინისტრაციაში საზოგადოებასთან ურთიერთობის გუნდი მხოლოდ ქალებით დაკომპლექტდა. მათ შორისაა 39 წლის კეი ბედინგფილდი, რომელიც თეთრი სახლის კომუნიკაციების საკითხი დირექტორის პოზიციაზე იმუშავეს. მანამდე ბედინგფილდი ბაიდენის წინასაარჩევნო კამპანიის მენეჯერის მოადგილე იყო.