საქართველოში 577 162 ადამიანი სრულად ვაქცინირებულია

11 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯამში 1 467 065-მა გაიკეთა, ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 889 903 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 31.2%;

სრულად ვაქცინირებულია 577 162 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 20.2%;

10 სექტემბერს აიცრა 25 132 ადამიანი.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი 2 533 ადამიანს დაუდასტურდა, 57 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.