დასავლური ქვეყნები უკრაინაში რეფორმების საკითხს იყენებენ, რათა არ ისაუბრონ იმაზე, რომ თვითონ არ არიან მზად უკრაინას მისაღებად. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ფორუმ YES-Brainstorming-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
"მინდა, სწორად გამიგოთ: ჩვენ რეფორმების მომხრეები ვართ და ვატარებთ რეფორმებს. თუმცა უკვე გულწრფელად დავიღალე იმით, რომ რეფორმებზე ვართ მიჯაჭვულები, რათა არ მოუწიოთ სიმართლის აღიარება, რომ უკრაინა კი არ არის მოუმზადებელი ევროინტეგრაციისთვის, არამედ ევროკავშირი არაა მზად უკრაინის მისაღებად", - განაცხადა უკრაინის პირველმა დიპლომატმა.
კულებას თქმით, უკრაინასა და ევროკავშირს შორის არსებული ურთიერთობა შეიძლება შეფასდეს როგორც "სტრატეგიული გაურკვევლობა".
"ჩვენ ვეკითხებით, რა უნდა გავაკეთოთ ევროკავშირის წევრობისთვის, მაგრამ ისინი არ გვცემენ პასუხს და მხოლოდ ამბობენ - გააგრძელეთ მუშაობა.
ევროკავშირში შესვლა დამოკიდებულია არა მხოლოდ რეფორმებზე - ეს არის პოლიტიკური საკითხიც. და პოლიტიკურად, ევროკავშირი არ არის მზად ისაუბროს უკრაინის წევრობაზე. ეს არ არის დამოკიდებული რეფორმებზე", - განაცხადა დიმიტრი კულებამ.
ამავე თემაზე: