ლევან მაისაშვილი: არავინ არ ელოდა, უცებ გავახილე თვალი. მთელი მედპორსალი შოკში იყო

28 დღე ვიყავი გათიშული, აპარატი ფილტვებს 100%-ით ბერავდა, სატურაცია 80%-ზეც ვერ აჰყავდათ. მსოფლიოში საუკეთესო ინფექციონისტებმა, რომლებიც უშუალოდ მკურნალობდნენ პირდაპირ უთხრეს რაგბის კავშირის ხელმძღვანელობას, რომ ალბათ იმ ღამეს ვერ გავიტანდი, - განაცხადა საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა, COVID19-ით ინფიცირებაზე საუბრისას.

ის იო­ჰა­ნეს­ბურ­გის კერ­ძო კლი­ნი­კა­ში, Milpark Hostpitals-ში ერთ თვე­ზე მეტი ხნის განმავლობაში ხე­ლოვ­ნურ სუნ­თქვა­ზე იყო. ბევ­რჯერ დად­გა სა­კი­თხი და ბევ­რჯერ უთხრეს, რაგ­ბის კავ­ში­რის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას იქა­ურ­მა ექი­მებ­მა, რომ ამ ღა­მეს ვერ გა­ა­ტან­სო. ერ­თა­დერ­თი ვახ­ტანგ რეხ­ვი­აშ­ვილი იყო, რო­მელ­საც ბო­ლომ­დე სჯე­რო­და, რომ გა­მოვ­ძვრე­ბო­დი. აქვე უნდა ვთქვა, რომ ვარ ერთი დო­ზით აც­რი­ლი. ორი დო­ზით აცრა ვერ მო­ვას­წა­რი, ვა­დებ­ში ვერ ჩა­ვე­ტიე, რად­გან მო­მი­წია გამ­გზავ­რე­ბა.

ფაქ­ტია, ვინც აც­რი­ლი იყო, მათ ეს პრობ­ლე­მა არ ჰქო­ნი­ათ“, - აცხადებს ლევან მა­ი­საშ­ვი­ლი.

ის ახლა რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას გა­დის, რომ ფილ­ტვე­ბის ფუნ­ქცი­ის სრუ­ლად აღ­დგე­ნა მოხ­დეს. „არა­ვინ არ ელო­და, უც­ბად გა­ვა­ხი­ლე თვა­ლი. მთე­ლი მედ­პერ­სო­ნა­ლი შოკ­ში იყო. ამის შემ­დეგ პროგ­ნო­ზი იყო, რომ 3-დან 6 თვემ­დე დამ­ჭირ­დე­ბო­და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია. რე­ა­ლუ­რად 10 დღე­ში უკვე გა­მოვ­კეთ­დი.

სა­ბო­ლოო ჯამ­ში ერთი თვე დამ­ჭირ­და, რომ აქეთ წა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი. ზუს­ტად ვი­ცო­დი, რომ ჩემი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია აქ უკეთ წა­ვი­დო­და. ჩა­მოს­ვლის დღი­დან სა­ტუ­რა­ცია და­ლა­გე­ბუ­ლი მაქვს, ჟანგბა­დი აღარ მჭირ­დე­ბა. წნე­ვე­ბიც და­მი­რე­გუ­ლირ­და. ამ­ჟა­მად ფილ­ტვებს უნდა სე­რი­ო­ზუ­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია“, - აღ­ნიშ­ნა მა­ი­საშ­ვილ­მა „იმედის“ ეთერში.

ამავე თემაზე: მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა კორონავირუსი დაამარცხა და საქართველოში დაბრუნდა