საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება, Simopharm-ის ვაქცინის 100 000 დოზას, რომელიც ჩინეთის წითელი ჯვრისგან საჩუქრად მიიღო, ჯანდაცვის სამინისტროს გადასცემს. ინფორმაციას ორგანიზაცია Facebook-ზე ავრცელებს.
„აქტიურად ვართ ჩართული მასობრივი იმუნიზაციის დროულად, ეფექტურად და უსაფრთხოდ განხორციელების პროცესში, რომლის შედეგია მცხეთაში იმუნიზაციის ცენტრის წარმატებით ფუნქციონირება, ხოლო უახლოს მომავალში რუსთავში ვაქცინაციის სივრცის გახსნა", - აღნიშნავს „წითელი ჯვარი“.
საქართველოში Simopharm-ით ვაქცინაცია 18 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის არის ხელმისაწვდომი. ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 21-28 დღის ინტერვალით კეთდება. ვაქცინაციისთვის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ელექტრონულ პორტალზე - https://booking.moh.gov.ge/ მასობრივი ვაქცინაციის ცენტრებში აცრა შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციის გარეშე.
COVID 19-ის ვაქცინაციაზე რეგისტრაციასთან დაკავშირებული კონსულტაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ - 144-3 და 15 22-ს.
ამავე თემაზე:
საქართველოს „წითელი ჯვარი" Sinopharm-ის 100 000 დოზას ჯანდაცვის სამინისტროს დღეს გადასცემს