„საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის ფაქტზე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

თელავის რაიონულმა სასამართლომ ყვარელში, „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

პროკურორის მოტივი იყო, რომ ბრალდებულმა შესაძლოა მოწმეებზე მოახდინოს ზეწოლა, გაანადგუროს მტკიცებულებები და მიიმალოს.

დაკავებულის ინტერესების დამცველი 30 000 ლარიან გირაოს ითხოვდა.

წინა სასამართლო სხდომა მიმდინარე წლის 2 ნოემბერს 14:00 საათზე ჩაინიშნა.

„საქართველოს პროკურატურამ, ყვარელში „საქართველოს ბანკის“ სერვისცენტრში მომხდარი თავდასხმის ფაქტზე შ.მ.-ს ბრალდება ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით წარუდგინა.

ადვოკატის ინფორმაციით, „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის საქმეზე დაკავებული დანაშაულის მოტივად ბანკის ვალს ასახელებს.