„თალიბანმა“ ქალ სტუდენტებისთვის ახალი წესები გამოაცხადა. ავღანეთის უნივერსიტეტები გენდერული ნიშნით დაიყოფა, ამასთან, დაინერგება ახალი, ისლამური ჩაცმის სტილი. ამის შესახებ BBC „თალიბანის“ განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება.
უმაღლესი განათლების მინისტრმა აბდულ ბაკი ჰაკანმა განაცხადა, რომ ქალებს შეეძლებათ სწავლა, თუმცა კაცებთან ერთად არა.
მან ასევე ისაუბრა საგნების შესახებ, რომლებსაც სტუდენტები ისწავლიან.
„თალიბანის“ მმართველობის ქვეშ, 1996-2001 წლებში „ქალებსა და გოგოებს სკოლებსა და უნივერსიტეტებში სიარული ეკრძალებოდათ.
„თალიბანმა“ აღნიშნა, რომ ხელს არ შეუშლიან ქალებს განათლების მიღებაში ან სამსახურში. მას შემდეგ, რაც მათ 15 აგვისტოს დაამყარეს კონტროლი ავღანეთზე, ყველა ქალს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექტორის გარდა, თავი აარიდონ სამსახურს, ვიდრე უსაფრთხოების მდგომარეობა არ გაუმჯობესდებოდა.
გოგოები და ბიჭები ასევე განცალკევებით განთავსდებიან დაწყებით და საშუალო სკოლებში, რაც უკვე გავრცელებული იყო ავღანეთში.
ქალებს მოეთხოვებათ ჰიჯაბის ტარება, თუმცა განათლების მინისტრი არ აკონკრეტებს, გახდება თუ არა აჭირო სახის დამატებით დაფარვას.
ახლად დანიშნულმა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ უნივერსიტეტებში საგნებს გადახედავს. მისივე თქმით, „თალიბანს“ სურს, "შექმნას გონივრული და ისლამური სასწავლო გეგმა, რომელიც შეესაბამება ისლამურ, ეროვნულ და ისტორიულ ღირებულებებს და, მეორე მხრივ, შეძლებს, კონკურენცია გაუწიოს სხვა ქვეყნებს".
დღეს „თალიბანმა“ პრეზიდენტის სასახლის თავზე დროშა აღმართა, რაც მათი მმართველობის დაწყების ნიშანი გახდა. მათ ერთი თვის წინ წაართვეს კონტროლი არჩეულ მთავრობას.