„თალიბანმ“ პრეზიდენტის სასახლეზე დროშა აღმართა და ახალი მთავრობის ფუნქციონირების ოფიციალურად დაწყების შესახებ განაცხადა.
დღეს „თალიბანმა“ ქალ სტუდენტებისთვის ახალი წესები გამოაცხადა. ავღანეთის უნივერსიტეტები გენდერული ნიშნით დაიყოფა, ამასთან, დაინერგება ახალი, ისლამური ჩაცმის სტილი.
უმაღლესი განათლების მინისტრმა აბდულ ბაკი ჰაკანმა განაცხადა, რომ ქალებს შეეძლებათ სწავლა, თუმცა კაცებთან ერთად არა.
ამავე თემაზე:
რატომ ადარებენ „თალიბანის“ ქაბულში გამარჯვებას, ვიეტნამში, საიგონის დაცემას?