დღეიდან საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა

დღეიდან საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა. პირბადებიის ტარებისა და დისტანციის დაცვის წესები ძალაში რჩება.

საკოორდინაციო საბჭოს თავდაპირველი გადაწყვეტილებით, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდებოდა. თუმცა ეს შეზღუდვა შემდეგ 13 სექტემბრამდე გახანგრძლივდა.

„როგორც მოგეხსენებათ, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს. მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე, საკოორდინაციო საბჭომ დღეს დამატებითი გადაწყვეტილებები მიიღო - საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაზე მოქმედი შეზღუდვა 13 სექტემბრამდე გახანგრძლივდება“, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

ამავე თემაზე:

ამირან გამყრელიძე: თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღდგება, შეზღუდვის დაწესების სხვა ალტერნატივა უნდა განვიხილოთ