დღეიდან ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია იწყება. ლატარიის ჯამური საპრიზო ფონდი 2 800 000 ლარი იქნება.
საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძის განცხადებით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ლატარიის კომპანია, ყოველდღიურად, გაათამაშებს ფულად ჯილდოებს ვაქცინირებულებისთვის.
ყოველდღე გათამაშდება 100 და 500 ლარი მოგება, ყოველკვირეულად 1000 -დან 10 000 ლარამდე, ხოლო შემაჯამებელ გათამაშებაში, რომელიც 31 დეკემბერს "საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში გაიმართება, გათამაშდება 100 000 ლარი. ლატარიის გათამაშებები გაიმართება ვებგვერდზე www.stopcov.lotto.ge-ზე ყოველდღე 12 საათზე, ხოლო ყოველკვირეული -ორშაბათს, ყოველდღიური ლოტოს გათამაშების დასრულებისთანავე.
StopCovid ლატარიის "აიცერი და მოიგეს" გათამაშების ბილეთებს აცრილი ბენეფიციარები სახელმწიფოსგან ვაქცინაციის დროს უფასოდ მიიღებენ.
ლატარიაში ჩასართვად და 100 000 ლარის მოსაგებად მომხმარებელმა უნდა ჩაიტაროს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში ხელმისაწვდომი ნებისმიერი ვაქცინით.
ამავე თემაზე: