ბრიტანეთის ხელისუფლებამ შეაჩერა გეგმა, რომელიც ინგლისში, ღამის კლუბებში შესასვლელად და ხალხმრავალ ღონისძიებებზე დასასწრებად კოვიდპასპორტების წარდგენას ითვალისწინებს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა საჯიდ ჯავიდმა განაცხადა. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
როგორც Euronews-ი წერს, ეს გადაწყვეტილება პარლამენტში კონსერვატიული მთავრობის ზოგიერთი მხარდამჭერის წინააღმდეგობის ფონზე მიიღეს.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მთავრობამ ჯერჯერობით შეაჩერა კოვიდპასპორტების იდეა, მაგრამ შეუძლია გადახედოს გადაწყვეტილებას, თუ COVID19-ის შემთხვევები კიდევ ერთხელ გაიზრდება.
"ჩვენ ეს საკითხი სათანადოდ შევისწავლეთ და მოხარული ვარ გითხრათ, რომ ვაქცინის პასპორტებთან დაკავშირებული გეგმის განხორიცელებას ჯერჯერობით არ ვაპირებთ და მას პოტენციური ვარიანტად, რეზერვში ვინახავთ", - განაცხადა მინისტრმა.
ამავე თემაზე:
დიდ ბრიტანეთში, ღამის კლუბებში შესასვლელად კოვიდპასტორტის წარდგენა იქნება საჭირო