Sinopharm-ის ვაქცინის პირველ დოზაზე რეგისტრაცია განახლდა

Sinopharm-ის პირველ დოზაზე რეგისტრაცია დღეიდან ისევ შესაძლებელია. დღეიდან განახლდება კლინიკებში Sinovac-ით აცრებიც.

ცნობისთბის, მაღალი მოთხოვნის გამო, Sinopharm-ის მარაგი ამოწურული იყო და ამ ვაქცინაზე რეგისტრაცია და შემდეგ აცრა, მხოლოდ მეორე დოზაზე იყო შესაძლებელი.

ცნობისთვის, გუშინ საქართველომ Sinopharm-ის ვაქცინის 100 000 დოზა "წითელი ჯვრისგან" საჩუქრად მიიღო.