„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე ადასტურებს, რომ ეპისკოპოს თეოდორე ჭუაძესთან ისაუბრა იმ საკითხებზე, რაზეც მედიისთვის გაგზავნილ ფაილებშია საუბარი.
მამუკა ხაზარაძე დოკუმენტის შინაარსის გაცნობის შემდეგ ცხადებს, რომ მისი სიტყვები ზუსტად არის აღწერილი:
„ვადასტურებ, რომ გავეცანი ჩანაწერს და ფილიგრამულად ზუსტად არის აღწერილი ჩემი სიტყვები. ვადასტურებ, რომ ჩანაწერში ზუსტად არის აღწერილი ჩემი სიტყვები. ეს საუბარი მქონდა 2018 წელს, ან 2019 წლის დასაწყისში, როცა ჩვენზე დაიწყო მასიური, ორკესტრირებული შემოტევა. ჩემს თავს იმიტომ მივეცი ამის უფლება, რომ მეუფე თეოდორს დიდ პატივს ვცემ და ის აბასთუმანში ივანიშვილს ხვდებოდა. მეუფეს ვთხოვე, ივანიშვილისთვის ჩემი გზავნილი გადაეცა, რომ შეეჩერებინა აგრესია ჩემი და ბადრი ჯაფარიძის მიმართ. რა თქმა უნდა, ახლაც მისმენენ და ჟურნალისტებსაც უსმენენ“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
მედიაში გავრცელებული „ფარული ფაილების“ მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უსმენდა იმ პოლიტიკოსებსაც, რომლებსაც სასულიერო პირებთან კომუნიკაცია ჰქონდათ.
ამავე თემაზე: