საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება უკანონო მოსმენების შესახებ ფაილების გავრცელებას. ერთ-ერთის მიხედვით კი, სუს-ი სასულიერო პირებს უსმენს. ანდრია ჯაღმაიძის თქმით, ძალიან ცუდია, თუ სიმართლეა უკანონო მოსმენების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია
„ისე ზოგიერთი ტელევიზიიდან ფაბრიკაციებიც ბევრი გვინახავს, ცილისწამებებიც. სამწუხაროდ თავად ტელევიზიებმა შეგვაჩვიეს, რომ ახალი ამბები „იქმნება“ და არა უბრალოდ შუქდება. ტყუილის და მართალის შერევით კი ყველაზე საშიში ცილისწამებები იქმნება. ამიტომ კომენტარის გაკეთებას არ ვიჩქარებ”, - წერს Facebook-ზე ანდრია ჯაღმაიძე.
გავრცელებული ფარული ფაილების მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უსმენდა იმ პოლიტიკოსებსაც, რომლებსაც სასულიერო პირებთან კომუნიკაცია ჰქონდათ.
ჟურნალისტები ადასტურებენ, რომ ე.წ. სუს-ის ფაილებში მათი საუბრებიც არის.
ამავე თემაზე:
მამუკა ხაზარაძე: ვადასტურებ, რომ გვისმენენ და ჩანაწერში ზუსტად არის აღწერილი ჩემი სიტყვები