იმუნიზაციის საბჭო ვაქცინაციისთვის ასაკის დაწევაზე მსჯელობს

იმუნიზაციის საბჭო ვაქცინაციისთვის ასაკის დაწევაზე მსჯელობს, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

„მიმდინარეობს მუშაობა ასაკის დაწევაზე Pfizer-ის ვაქცინასთან მიმართებით. Pfizer-ი ყველაზე დიდად ადმინისტრირებადი ვაქცინაა ქვეყანაში. 750 ათასი დოზა უკვე გამოყენებულია, ხოლო 750 ათასი გამოსაყენებელია. ვმუშაობთ ასევე დამატებითი დოზების მოპოვებაზე. იმუნიზაციის სამეცნიერო ჯგუფი მუშაობს და მალე იქნება დასკვნა, დავწევთ თუ არა ასაკს 12 წლამდე", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამავე თემაზე:

ამირან გამყრელიძე 12-დან 16 წლამდე მოზარდების აცრაზე: ავწონ-დავწონით, როგორ აკეთებენ სხვადასხვა ქვეყანაში