ამირან გამყრელიძე 12-დან 16 წლამდე მოზარდების აცრაზე: ავწონ-დავწონით, როგორ აკეთებენ სხვადასხვა ქვეყანაში

„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციაა, რომ 12-დან 16 წლამდე ასაკის მხოლოდ შესაბამისი ჩვენებების მქონე მოზარდები აიცრან“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ.

12-15 წლის ბავშვების აცრა მშობლებს სურვილის მიხედვით დღესაც შეეძლებათ

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ იმუნიზაციის საბჭო აწონ-დაწონის როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, ისე ევროპის მედიკამენტების სააგენტოს რეკომენდაციებს და გადაწყვეტილებას ამის მიხედვით მიიღებს.

თამარ გაბუნია: 12-16 წლამდე ასაკის, თანმხლები დაავადებების მქონე მოზარდებში აცრის სარგებელი ძალიან მაღალია

„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას აქვს უკვე თავისი რეკომენდაცია, რომ აცრას არა ყველა ბავშვი, 12-დან 16 წლამდე, არამედ შერჩევითად, შესაბამისი ჩვენებებით. ავწონ-დავწონით, როგორ აკეთებენ სხვადასხვა ქვეყანაში. ამაზე მიმოხილვებია გაკეთებული ჩვენთან, რა რეკომენდაცია აქვს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას, რა რეკომენდაცია აქვს ევროპის მედიკამენტების სააგენტოს და იმუნიზაციის საბჭო გადაწყვეტილება ამის შესაბამისად მიიღებს“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ამავე თემაზე:

საქართველო 12 წელს გადაცილებული ბავშვების აცრაზე ჯანმოს რეკომენდაციას ელოდება

12 წელს გადაცილებული ბავშვების აცრაზე საქართველო სხვა ქვეყნის მაგალითებსაც განიხილავს

დაავადების მქონე მოზარდების აცრა საქართველოში შესაძლოა, ჯანმოს რეკომენდაციამდე დაიწყოს