ამირან გამყრელიძე: აგვისტოს, შავ აგვისტოს ვეძახი, სამწუხაროდ, ყოველი ათასი ინფიცირებულიდან 15-20 ადამიანი იღუპება

„აგვისტოს, შავ აგვისტოს ვეძახი, რადგან ჭარბი სიკვდილიანობა გვაქვს, სამწუხაროდ, ყოველი ათასი ინფიცირებულიდან 15-20 ადამიანი იღუპება“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა „რუსთავი2“-ის ეთერში.

მისივე თქმით, დეკემბრის პიკის დროს ქვეყანაში 35 000-მდე აქტიური შემთხვევა იყო, აგვისტოში კი 63 000, ორჯერ მეტი და ბუნებრივია, ეს ზეწოლაა ჯანდაცვის სექტორზე. ამირან გამყრელიძემ უპასუხა შეკითხვას, რამ გამოიწვია გარდაცვაების ასეთი მაღალი მაჩვენებელი.

„გადაღლილობის სინდრომი შეიძლება გარკვეულ როლს თამაშობდეს, პირველი მიზეზია, რაოდენობა, მეორე - ის თავისებურებები, რომლებიც ამ შტამს აღმოაჩნდა. „დელტა“ შტამი უფრო სწრაფად ავრცელებს ინფექციას, ვიდრე უჰანის ე.წ. კლასიკური შტამი, ან ბრიტანული“, - აღნიშნა NCDC-ს ხელმძღვანელმა.

რაც შეეხება მკურნალობის პროტოკოლს, მისი თქმით, ეს გარკვეული პერიოდულობით იცვლება, ზოგი საკითხი იხვეწება, ზოგ საკითხთან მიმართებით კი სხვა შეხედულებაა. თუმცა ძირეული ცვლილება არ არის.

„პირდაპირი მკურნალობის წამალი არ არის, ისევ სიმპტომურ მკურნალობაზე ვრჩებით. არის გარკვეული პრეპატარები კვლევების ფაზებში და თუ გამოჩნდნენ ისინი, ყველასთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი და ჩვენც უნდა შევძლოთ მისი მიღება“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსი 3 221 ადამიანს დაუდასტურდა, 54 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა