ამირან გამყრელიძე: „ბუსტერ“ დოზა რაღაც ეტაპზე ყველას დაგვჭირდება

„40% მაინც უნდა იყოს აცრილი, რომ „ბუსტერ“ დოზაზე საუბარი დავიწყოთ“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა „რუსთავი2“-ის ეთერში.

რამდენი ხნის განმავლობაში გვიცავს ვაქცინა, ამირან გამყრელიძემ უპასუხა, რომ მიღებული პრაქტიკა 8 თვეა.

„ამის შემდეგ უნდა დაიცვათ რეგულაციები და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ „ბუსტერ“ დოზა რაღაც ეტაპზე ყველას დაგვჭირდება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძე.

„შარშან გვეგონა, რომ შესუსტდებოდა, თუმცა ეს პროგნოზი არ გამართლდა. „დელტა“ უარესი აღმოჩნდა. პროგნოზი რთულია, თუმცა თუ აიცრა მოსახლეობის 75%, მაკროსამყარო დაამარცხებს ამ მიკროსამყაროს, ამ ტემპით თუ წავიდა, 6-7 თვე სჭირდება, რომ 75%-ზე გახვიდე, რომელიც სერიოზული შემაკავებელი იქნება როგორც ახალი შტამების გაჩენის, ისე შემთხვევების და სიკვლიდიანობის ზრდის. მეორე - პანდემიის დასრულებისთვის სპეციფიკური მედიკამენტის შექმნა იქნება საჭირო და ვფიქრობ, რომ მომავალი წლის დასაწყისში ესეც უნდა გამოჩნდეს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამავე თემაზე:

ჯანმოს მეცნიერები: ე.წ ბუსტერ დოზით მთელი მოსახლეობის ვაქცინაცია საჭირო არ არის