კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ე.წ ბუსტერ დოზის (გამაძლიერებელის) გამოყენება არ არის საჭირო მთელი მოსახლეობისთვის, - ამის შესახებ განაცხადა საერთაშორისო მეცნიერთა ჯგუფმა, სამედიცინო ჟურნალის ახალ მოხსენებაში.
ანგარიში, რომელიც ჟურნალ The Lancet - ში გამოქვეყნდა, ასკვნის, რომ თუნდაც უფრო გადამდები "დელტას" ვარიანტის საფრთხის მიუხედავად, "პანდემიის ამ ეტპაზე, მთელი მოსახლეობისთვის გამაძლიერებელი დოზების გაკეთება, საჭირო არ არის".
"ბუსტერ" დოზასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილება დაფუძნებული უნდა იყოს ადეკვატურად კონტროლირებადი კლინიკური ან ეპიდემიოლოგიური მონაცემების ზუსტ ანალიზზე, ან ორივეზე, რაც მიუთითებს მძიმე დაავადების მნიშვნელოვან შესუსტებას. არსებული მტკიცებულებები არ აჩვენებს, რომ საჭიროა "ბუსტერ" დოზის მთელს მოსახლეობაში გამოყენება,“- ნათქვამია სტატიაში.
მეცნიერების განმარტებით, ე.წ. ბუსტერ დოზასთან დაკავშირებით მეტი მტკიცებულებაა საჭირო, მათი თქმითმ ვაქცინები ძალზე ეფექტური რჩება მძიმე სიმპტომების საწინააღმდეგოდ, ვირუსის ყველა მთავარ ვარიანტში, მათ შორის "დელტაში".
ამასთან, მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ზოგიერთი ადამიანისთვის, როგორიცაა სუსტი იმუნიტეტის მქონე პირები, გამაძიერებელი დოზა, შესაძლოა, სასარგებლო იყოს.
ჯანმოს ერთ-ერთი მეცნიერი თქმით, ვაქცინის დოზები პრიორიტეტული უნდა იყოს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მთელს მსოფლიოში ჯერ კიდევ ელოდებიან აცრას.
მეცნიერები განმარტავენ, რომ მომავალში შეიძლება საჭირო გახდეს გამაძლიერებელი დოზის უფრო ფართოდ გამოყენება, თუ დამტკიცდება, რომ პირველადი ვაქცინაციის შემდეგ წარმოქმნილი იმუნიტეტი მცირდება, ან თუ გაჩნდა ახალი ვარიანტები, რომლებიც ხელს უშლიან ვაქცინას, ვირუსის წინააღმდეგ იმოქმედოს.