დონორები ავღანეთის დასახმარებლად 1 მლრდ დოლარზე მეტს გამოყოფენ

ჟენევაში გაერომ დონორთა კონფერენციას უმასპინძლა, რომლის მიზანია, ავღანეთში დახმარების პროგრამების გასაგრძელებლად, 606 მილიონი დოლარიs (513 მილიონი ევრო) შეგროვება დეკემბრამდე. ამის შესახებ ინფორმაციად Deutsche Welle ავრცელებს.

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა გამოაცხადა, რომ დონორებმა 1 მილიარდ დოლარზე მეტი გაიღეს.

"ამ კონფერენციამ სრულად გაამართლა ჩემი მოლოდინი, ავღანეთში მცხოვრებ ხალხთან სოლიდარობის თვალსაზრისით", - თქვა გუტერეშმა.

როგორც ცნობილია, შეერთებულმა შტატებმა პირობა დადო, რომ ავღანეთისთვის, ჰუმანიტარული დახმარების სახით, 64 მილიონ დოლარს გაიღებს, დამატებით 11.5 მილიონი დოლარის გამოყოფის გეგმის შესახებ განაცხადა ნორვეგიამ.

კონფერენციაზე, ჩინეთისა და რუსეთის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ავღანეთის დახმარების მთავარი პასუხისმგებლობა დასავლეთის ქვეყნებს ეკისრებათ.

კონფერენციის დასაწყისში გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ ავღანეთში ყველაზე აუცილებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად 600 მილიონ აშშ დოლარზე მეტია საჭირო.

ამავე თემაზე:

ანტონიო გუტერეში: ავღანეთში ეკონომიკური კრიზისი ტერორისტებისთვის საჩუქარი იქნება