რომის პაპმა სლოვაკეთში ვიზიტისას განაცხადა, რომ ადამიანებმა ჯვრები პოლიტიკურ სიმბოლოდ არ უნდა გამოიყენონ

რომის პაპმა ფრანცისკემ სლოვაკეთში ვიზიტისას განაცხადა, რომ ჯვარი არ უნდა გამოიყენონ როგორც პოლიტიკური სიმბოლო. მან ასევე გააფრთხილა ქრისტიანები, რომ რელიგია პარტიზანული მიზნებისთვის არ უნდა გამოიყენონ.

რომის პაპი სლოვაკეთის აღმოსავლეთით, ქალაქ პრეშოვში ჩაფრინდა, სადაც მან საღმრთო ლიტურგია ჩაატარა.

ქადაგებისას რომის პაპმა აღნიშნა, რომ ქრისტიანები ჯვარს ხშირად ზედაპირულად იყენებენ.

სლოვაკეთში ვიზიტამდე, რომის პაპი ფრანცისკე უნგრეთში იმყოფებოდა.