ბელარუსში კამპანია „ადამიანის უფლებათა დამცველები თავისუფალი არჩევნებისთვის“ საქართველოს ადგილობრივ არჩევნებზე ბელარუსის ცესკოს თავმჯდომარის მიწვევას აპროტესტებს

ბელარუსიელი უფლებადამცველები საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციას მოუწოდებენ, გადახედოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, ბელარუსის ცესკოს თავმჯდომარე საქართველოში ადგილობრივ არჩევნებს დააკვირდება.

„ჩვენ, კამპანიის „ადამიანის უფლებათა დამცველები თავისუფალი არჩევნებისთვის“ წარმომადგენლები, ძალიან გაკვირვებულნი და იმედგაცრუებულნი ვართ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, ბელარუსიის რესპუბლიკის ცენტრალური კომისიის წევრებისა და მისი თავმჯდომარის, ლიდია ერმოშინა მიწვევის შესახებ. კერძოდ, როგორც საერთაშორისო დამკვირვებელი მომავალი ადგილობრივი არჩევნებისათვის. შეგახსენებთ, რომ 1996 წლიდან ბელარუსის რესპუბლიკაში ჩატარებული ყველა არჩევნები ეუთოს არ უღიარებია თავისუფლად და სამართლიანად.

კერძოდ, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს საარჩევნო პროცესი, რომელსაც ახორციელებდა ბელარუსის ცესკო, არცერთ ფაზაში არ შეესაბამებოდა დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების ჩატარების რიგ ძირითად საერთაშორისო სტანდარტებს.

ბელარუსის ცესკოს თანხმობით, კენჭისყრის შედეგების გაყალბებამ გამოიწვია პროტესტის ფართო ტალღა და მიიყვანა ქვეყანა პოლიტიკურ კრიზისამდე, რომელიც დღემდე გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ ცესკოს ზოგიერთი წევრი და მისი თავმჯდომარე შედიოდნენ (2008 წელს ამოიღეს სიიდან) ევროკავშირის, შეერთებული შტატების, გაერთიანებული სამეფოს და რიგი სხვა სახელმწიფოების მიერ სანქცირებულთა სიაში.

ასეთ ვითარებაში, ბელარუსის ცესკოს წარმომადგენლებისა და მისი თავმჯდომარის საქართველოში არჩევნების მონიტორინგში მონაწილეობის მისაღებად მოწვევა მიუღებელია და, ფაქტობრივად, ჩაითვლება ქართული ინსტიტუტების, პირველ რიგში, საქართველოს ცესკოს მიერ ბელარუსის არჩევნების გაყალბების დამტკიცებად.

ჩვენ მოგიწოდებთ, გადახედოთ გადაწყვეტილებას და ამით დაუჭიროთ მხარი ბელარუსიელ ხალხს, რომლებიც დემოკრატიული გარდაქმნებისკენ ისწრაფვიან“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, საქართველოს ადგილობრივ არჩევნებს ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეც დააკვირდება. ლიდია ერმოშინა იმ საერთაშორისო დამკვირვებლებს შორისაა, რომლებიც საქართველოში 2 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებს შეაფასებენ. ლიდია ერმოშინა ბელარისის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრია 1992 წლიდან, ხოლო საარჩევნო ადმინისტრაციას 1996 წლიდან ხელმძღვანელობს. საქართველოში არჩევნებზე დამკვირვებლის რანგში ის პირველად არ ჩამოდის.

შეგახსენებთ, ევროკავშირი ბელარუსში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობს.