საფრანგეთი ჯანდაცვის მუშაკების ვაქცინაციის წესს ამკაცრებს. France24 წერს, რომ საფრანგეთის მთავრობას ათიათასობით ჯანდაცვის მუშაკთან და სანიტართან უთანხმოება ემუქრება ახალი წესის გამო, რომელიც ვაქცინაციას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სამსახურიდან დროებით გათავისუფლებას გულისხმობს.
დღეიდან, საავადმყოფოს პერსონალმა, სასწრაფო დახმარების მძღოლებმა, საპენსიო სახლის მუშაკებმა, პირადმა ექიმებმა, სახანძრო სამსახურის წარმომადგენლებმა და ადამიანებმა, რომლებიც ხანდაზმულებსა და უძლურებზე ზრუნავენ საკუთარ სახლებში, სულ 2.7 მილიონმა ადამიანმა უნდა შეძლოს იმის დამტკიცება, რომ მინიმუმ ერთო დოზით არიან აცრილი.
პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ულტიმატუმით ორი თვის წინ გამოვიდა, თუმცა ათიათასობით მუშაკი ჯერ კიდევ არ არის ვაქცინირებული. ვაქცინაციის მოწინააღმდეგეთა აქციას, რომელიც უკვე ორი თვეა მიმდინარეობს, ჯანდაცვის მუშაკთა ნაწილიც შეუერთდა.
ცნობისთვის, საფრანგეთის ერთ-ერთი უდიდესი საჯარო სექტორის გაერთიანება, CGT მთავრობას „ჯანმრთელობის კატასტროფის“ შესახებ აფრთხილებს.
ამავე თემაზე:
საფრანგეთში ჯანდაცვის სფეროს არავაქცინირებული თანამშრომლები სამსახურს დაკარგავენ