რა თქმა უნდა, ეს არ არის სასიხარულო, რა თქმა უნდა, ადამიანს ყოველთვის რცხვენია, როდესაც მის ოჯახში ხდება ღალატი. „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ოჯახის შიგნით არის მომხდარი ღალატი. ეს არის ფაქტი“ - ამის შესახებ თეა წულუკიანმა სავარაუდო ჩანაწერებზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
"ქართული ოცნების" პოლიტიკური ოჯახის შიგნით არის მომხდარი ღალატი, ეს არის ფაქტი, ამიტომაც ის პოლიტიკური ავანტიურა, რომელიც არის წამოწყებული... მინდა დავიცვა ადამიანები, ვისაც სჯერა ამ ავანტიურის - იყავით ფრთხილად, ვინაიდან ჩვენ საქმე გვაქვს გაუაზრებელ პროცესთან და არ გამოვრიცხავ, რომ ის ადამიანები, ყოფილი საჯარო მოხელეები, სხვადასხვა პროფესიონალიზმითა და სისუფთავით ცნობილი ხალხი, ვისაც სჯერა ამ პროცესის, აღმოჩნდეს პოლიტიკური ავანტიურის მსხვერპლი. ეს გამოჩნდება არჩევნების შემდეგ. მნიშვნელოვანია, ყველას გვესმოდეს, რომ თავი უნდა დავიცვათ და დავიცვათ ჩვენი ქვეყანა იმისგან, რასაც ოპოზიცია ამზადებს არჩევნების შემდეგ,"- განაცხადა თეა წულუკიანმა.
კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, ამ ჩანაწერებთან დაკავშირებით კრიტიკული განცხადებების გაკეთება იმ ოპოზიციონერების მხრიდან, რომლებიც ამ ჩანაწერების გაკეთების დროს ხელისუფლებაში, საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე იმყოფებოდნენ, არარელევანტურია.
ამავე თემაზე: