ბელარუსის საბანკო სისტემამ ევროპის და ამერიკის მიერ დაწესებული სანქციების მძიმე გავლენა იგრძნო. ევროპულმა ბანკებმა დაიწყეს ბელარუსის სახელმწიფო კომპანიების ანგარიშების დახურვა, რის გამოც შეუძლებელი გახდა ოპერაციების წარმოება მსოფლიოს ორ ძირითად ვალუტაში, ევროსა და დოლარში.
გასულ კვირას, Belarusbank-ის, Belinvestbank-ისა და Belagroprombank–ის საკორესპონდენტო ანგარიშები დაიხურა Deutcsche Bank- ის მიერ.
Belagroprombank-მა, ევროკავშირის მიერ სანქცირებული სამი ბანკიდან ერთ-ერთმა, საკორესპონდენტო ურთიერთობა არამხოლოდ Deutsche–სთან გაწყვიტა, არამედ მის ყველა ევროპულ საკორესპონდენტო ბანკთან, მათ შორის არიან გერმანიის Commerzbank-ი, DZ Bank-ი, იტალიის Unione di Banche Italie და პოლონეთის PKO Bank.
რუსულმა ბანკებმა კი, მათ შორის Sberbank-მა, VTB-მ და Rosselkhozbank-მა უარი თქვეს Belagroprombank-თან სავალუტო ოპერაციების განხორციელებაზე.
მსგავსი ვითარება შეიქმნა Belarusbank-თან და Belinvestbank-თან, რომლებიც ასევე შედიან ევროკავშირის სასანქციო სიაში, იუწყება Nasha Niva reports-ი.
Belarusbank–ისთვის ოპერაციებს ახლა VTB-ის შვილობილი კომპანია TKB Bank ახორციელებს.
24 ივნისს ევროკავშირმა ბელარუსს ეკონომიკური სანქციები დაუწესა ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევისთვის, „სამოქალაქო უფლებების სასტიკი ჩახშობისთვის, ასევე მინსკში Ryanair-ის თვითმფრინავის იძულებითი დაშვებისთვის, რაც დასავლეთის მიერ საჰაერო მეკობრეობად შეფასდა. ლუკაშენკომ, ევროკავშირის გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა, რომ სანქციები უძლურების მაჩვენებელია.