საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2020 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 3.9 პროცენტი შეადგინა.
2020 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კლება დაფიქსირდა თითქმის ყველა სექტორში, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების გარდა.
2020 წლის პირველი ათი თვის განმავლობაში საქართველოში მშპ-ს 5.1% -ით შემცირდა, ხოლო შესაბამისი მაჩვენებელი იანვარ-სექტემბერში -5.0% -ს შეადგენდა, ხოლო იანვარ-აგვისტოში -5,6% იყო.