„ლელო“ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევას ითხოვს

„ლელო“ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევას ითხოვს. პარტიის ლიდერის, მამუკა ხაზარაძის თქმით, პრემიერმა და სუს-ის ხელმძღვანელმა პარლამენტში უნდა გასცენ ყველა კითხვას პასუხი.

„ქართული ოცნების“ სუს-ის მიერ უკანონო მოსმენებმა და თვალთვალმა ყოველგვარი წითელი ხაზი გადაკვეთა, ჩემი, ბადრი ჯაფარიძის ჩანაწერების ავთენტურობას ვადასტურებ, თუ ასევე დადასტურდა დიპლომატების მოსმენის და თვალთვალის ფაქტები ეს არის ჩვენი ქვეყნის უდიდეს სკანდალში გახვევა, ყველა საერთაშორისო კონვენციის დარღვევა.

ფრაქცია ,,ლელო" მოითხოვს სასწრაფოდ რიგგარეშე სხდომის მოწვევას, პრემიერის და სუს-ის ხელმძღვანელის დაბარებას პარლამენტში, რათა პასუხი გაეცეს ყველა კთხვას, იმედი მაქვს ყველა საპარლამენტო ოპოზიციის მხარდაჭერის, რიგგარეშე სხდომის მოწვევას 38 დეუტატის ხელმოწერა სჭირდება“, - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

ამავე თემაზე:

პროკურატურამ „ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო“

ნინო ლომჯარია: ძალიან მაღალია ალბათობა, რომ უკანონო მოსმენები და პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის შეგროვება ხდება

მამუკა ხაზარაძე: ვადასტურებ, რომ გვისმენენ და ჩანაწერში ზუსტად არის აღწერილი ჩემი სიტყვები