ირანული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმად, მეცნიერის მკვლელობაში გამოყენებული იარაღი, ისრაელში იყო წარმოებული. წერს Reuters-ი.
ირანული მედია Fars News-ი წერს, რომ ფაჰრეზადეს მკვლელობაში გამოყენებული იარაღი დისტანციურად იმართებოდა, ხოლო არაბულენოვანი გამოცემა „ალ ალამის თქმით“, მკვლელობის იარაღი სატელიტით იმართებოდა.
ირანის სამხედრო ლიდერები მეცნიერის მკვლელობის ინიციატორად ისრაელს ასახელებენ.
ისრაელის დაზვერვის მინისტრმა უარყო რაიმე კავშირი მეცნიერის მკვლელობასთან, ხოლო ირანის საპასუხო ზომებზე საუბრისას განაცხადა, რომ სადაზვერვო სააგენტო სრულ მზადყოფნაშია.
ფახრიზადე ირანის დედაქალაქთან ახლოს მოკლეს.