ვერაზე, ანჯაფარიძის ქუჩაზე დაჭრილი ნიკა კვარაცხელია დღეს დილით კლინიკაში გარდაიცვალა. მას ქირურგიული ოპერაცია გუშინ ჩაუტარდა.
დაპირისპირება თბილისში გუშინ, ღამით მოხდა, თუმცა, დამატებითი დეტალები ამ დრომდე უცნობია.
როგორც Europetime-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლით დაიწყო, რაც მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
ამავე თემაზე:
თბილისში, ვერაზე ახალგაზრდა ბიჭი დაჭრეს
ვერაზე დაჭრილი ახალგაზრდის მდგომარეობა მძიმეა