16 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯამში 1 589 024-მა ადამიანმა გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სულ მცირე, 1 დოზით ვაქცინირებულია 928 192 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 32.5%.
სრულად ვაქცინირებულია 660 832 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 23.1%.
15 სექტემბერს კი 25 150 ადამიანი აიცრა.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსი 2 176 ადამიანს დაუდასტურდა, 43კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა