ჩინეთი აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოსა და ავსტრალიის უსაფრთხოების პაქტს აკრიტიკებს

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო უსაფრთხოების სფეროში აშშ-ბრიტანეთისა და ავსტრალიის პარტნიორობა, რომელიც მოიცავს ბირთვული წყალქვეშა ნავების შეძენას და აცხადებს, რომ სამი ქვეყანა ზიანს აყენებს რეგიონულ მშვიდობას და სტაბილურობას.

"ჩინეთი ყურადღებით დააკვირდება სიტუაციას", - განაცხადა სამინისტროს წარმომადგენელმა ბრიფინგზე.

"ქვეყნებმა არ უნდა შექმნან ბლოკები, რომლებიც მიზნად ისახავს ან ზიანს აყენებს მესამე მხარის, ჩინეთის ინტერესებს. მათ უნდა მოიშორონ ცივი ომის მენტალიტეტი და იდეოლოგიური ცრურწმენა.

აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის მიერ ბირთვულ წყალქვეშა ნავებზე თანამშრომლობის დაწყება რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას უხეშად აყენებს ზიანს. ეს გააღრმავებს გამალებულ შეიარაღებას და ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის საერთაშორისო რეჟიმის ფარგლებში ძალისხმევას დააზიანებს“, - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჩჟაო ლიცზიანმა.

აშშ-მ, გაერთიანებულმა სამეფომ და ავსტრალიამ უსაფრთხოების სფეროში ისტორიული პაქტი წარადგინეს

როგორც TheGuardian-ი წერს, მიუხედავად იმისა, რომ არცერთმა ლიდერმა არ ახსენა ჩინეთი, პაქტის მიღება ფართოდ არის გაგებული, როგორც პასუხი პეკინის ექსპანსიონიზმსა და აგრესიაზე, სამხრეთ ჩინეთის ზღვაში და ტაივანზე. ჯო ბაიდენმა ისაუბრა "თავისუფალი და ღია ინდო-წყნარი ოკეანის" შენარჩუნებისა და რეგიონის "ამჟამინდელი სტრატეგიული გარემოს" გადაწყვეტის აუცილებლობაზე.