ნათია თურნავა: საქართველო არის სტაბილურობის, სიმშვიდისა და განვითარების კუნძული

ეკონომიკისა და მდგრადი მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, "საქართველო არის სტაბილურობის, სიმშვიდის და განვითარების კუნძული". ამის შესახებ მან "პალიტრანიუსის" ეთერში განაცხადა.

"ადგილობრივი ინვესტიციები იმიტომ იზრდება, სწორედაც რომ განცდა აქვს ჩვენს ბიზნესს, რომ მიუხედავად პანდემიისა, მომავალი არის დადებითი, ენდობა პოლიტიკას, ენდობა ვითარებას, ვაქცინაციის მაღალ ტემპს და აინვესტირებს, რისი განცდაც შეიძლება არ ჰქონდეთ სხვადასხვა ქვეყნის ინვესტორს, რადგან ინვესტორები გახდნენ უფრო ფრთხილები, გამომდინარე გლობალური პრობლემებისა, რაც არის.

თითოეულ კონკრეტულ ქვეყანასთან ინდივიდუალურად უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ დავარწმუნოთ - კი, პანდემიაა, გლობალური მოულოდნელობებია, ბოლომდე ნაჭვრეტადი არ არის მომავალი, მაგრამ საქართველო არის სტაბილურობის, სიმშვიდის და განვითარების კუნძული", - განაცხადა ნათია თურნავამ.

ამავე თემაზე:

ნათია თურნავა: გასული წლის ტენდენცია გადავტეხეთ და ლარი სერიოზულად გამყარდა