საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის განცხადებით, აშშ-ის, ავსტრალიისა და ბრიტანეთის უსაფრთხოების ახალი პაქტი აჩვენებს, რომ ევროკავშირმა თავდაცვისა და უსაფრთხოების საკუთარი სტრატეგია უნდა შეიმუშაოს, განსაკუთრებით ინდოეთისა და წყნარი ოკეანის რეგიონში.
„ამ ალიანსმა ხაზი გაუსვა ინდოეთისა და წყნარი ოკეანის რეგიონის მნიშვნელობას ჩვენი უსაფრთხოებისა და ეკონომიკური შესაძლებლობებისთვის. ამ რეგიონში ჩვენი წარმომადგენლობის გაფართოებაა საჭირო. გადაწყვეტილების მიღებისას ჩვენთან კონსულტაციები არ გაუმართავთ. ეს პაქტი ხაზს უსვამს ჩვენი სტრატეგიული ავტონომიისა და დამოუკიდებლად მოქმედების უნარის გაძლიერების მნიშვნელობას“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-მ, გაერთიანებულმა სამეფომ და ავსტრალიამ უსაფრთხოების სფეროში ისტორიული პაქტი წარადგინეს.